მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი

დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სხდომაზე ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. ბრალდების მხარის განცხადებით, ოთხივე პირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც გამოძიების ეტაპზე მიაწოდეს.

დაცვის მხარის განმარტებით, მოწმეებიდან არცერთი იძლევა ინფორმაციას, რომ დანაშაული მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა. კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.