მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.
სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლემ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ – გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გახსნა.
წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.