დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლის წინააღმდეგ.
ინტერესების დამცველმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილის დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა.
ზურაბ თოდუას განცხადებით, მოსამართლემ არ შეასრულა მისი მოვალეობა, რადგან საქმის განხილვისას სისტემატურად იყენებდა მობილურ ტელეფონს და პროცესს ყურადღებით არ უსმენდა. ადვოკატის თქმით, სწორედ ამიტომ, მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების განაჩენად, რადგან მოსამართლე ვალდებულია მოუსმინოს მხარეებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.