საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყანაში ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იმყოფება. ვლადიმირ მაკეი მიხეილ ჯანელიძემ მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა.
მინისტრები მიესალმნენ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დოკუმენტის ხელმოწერას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრები მოაწერენ ხელს.