საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში, სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს, სადაც საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეგიონალურ სტაბილურობას, ასევე – ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებას.

ლუკაშენკოსთან განხილვის ერთ-ერთი საკვანძო თემა ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი საწარმოების გახსნა და სატრანსპორტო, ლოგისტიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისში დღეს ჩამოვიდა. ბელარუსის პრეზიდენტის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დახვდნენ.