ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. განცხადება ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, უწყების წარმომადგენლები გუშინ მეზღვაურების ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ. ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ. გუშინ მათ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ გემზე ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, ორი თვეა, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.