ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ლიბიის საპატიმროში იმყოფებოდნენ, დღეს სამშობლოში დაბრუნდნენ.
გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე ლიბიაში 2017 წელს დააკავეს. მათ გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ. მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.