ევროკავშირის სამიტი

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის ლიდერები რუსეთის სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით. თანხმობა ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესების საკითხზე არ არის მიღწეული. საგანგებო სამიტი ამ წუთებში იწყება. ლიდერები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ რუსეთიდან ნავთობის მიღების სრულად აკრძალვის საკითხზე, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე და თავდაცვაზე.