ჯო ბაიდენის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გაყიდის, – ჯო ბაიდენის თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ბაზარზე ყოველდღიურად ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ. თეთრ სახლში გადაწყვეტილება ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით მიიღეს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მარაგებიდან ნავთობს ბაზარზე სხვა ქვეყნებიც გაიტანენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ კომპანიებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს. ბაიდენი გამოდის ინიციატივით, დაჯარიმდნენ ნავთობკომპანიები, თუ ისინი ჭაბურღილებს გააჩერებენ. გეგმა მან კონგრესში გადააგზავნა.