მეწყრული პროცესები მაჭავარიანის ქუჩაზე

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ დამეწყრილი უბანი დღეს ქართველმა გეოლოგებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები კი დამეწყრილი ადგილის შესწავლაში ორშაბათიდან ჩაერთვებიან. პარალელურად, აქტიურად გრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაც. თბილისის მერიის განცხადებით, მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მეწყრულ პროცესებთან კავშირში არ არის. ქართველი გეოლოგების შეფასებით მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან, მეწყრული პროცესების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს.

მოამბე