თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები დარგის სპეციალისტებთან ერთად. მათივე ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
მოამბე