რა ვითარებაა თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის სპეციალისტებთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტს შეიზღუდა.