მეწყერსაშიში ზონები წალენჯიხაში

მეწყერსაშიში ზონები და შესაძლო სტიქიური საფრთხეები.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო წლებში მსგავსი სტატუსის მქონე ადგილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი ზონა წალენჯიხის მუნიციპალიტეტია. ადგილი მაღალმთიანია და გარშემორტყმულია უხვწყლიანი მდინარეებით. გეოლოგიური დასკვნებიდან ირკვევა, რომ ფერდობები, სადაც მეწყრული პროცესები ვითარდება, კირის, თიხის და კირქვოვანი კონგლომერატებისგან შედგება, ფერდობების ქვეშ კი გრუნტის წყლებია.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი, – ნატო ბერულავა და მურადი ფარცვანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. რა პირობებში ცხოვრობენ იქ ადგილობრივები, ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ.