1360 მეწყრული პროცესი და 229 ღვარცოფი გასული 2023 წლის განმავლობაში, – ეს მონაცემები ბოლო 10-12 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსგავსი პროცესების თავიდან არიდების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ყოველწლიურად ატარებს. მხოლოდ გასულ წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მონიტორინგი 183 დასახლებულ პუნქტში განხორციელდა, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 29 დასახლებულ ლოკაციაზე.
როგორია ვითარება მეწყრული პროცესების კუთხით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და რა დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს.