ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ისევ დაკეტილია. მოძრაობა დღეს დილიდან გაიხსნა, თუმცა, მალევე შეიზღუდა. გზაზე მდინარის წყალი ისევ გადმოვიდა, დატბორა ტერიტორია, რამაც პრობლემები შექმნა. მდინარის წყალმა დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლიც. სოფელ ჟონეთში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. გზაზე ჩამოწვა მეწყერი.