ყვარელში ფერმერებს მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინეს. პროექტში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივის წევრთა რაოდენობა არა ნაკლებ 20 მეპაიეს უნდა შეადგენდეს, რომელთაც საკუთრებაში 20 ჰექტარი ვენახი უნდა ჰქონდეთ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. რაც შეეხება საწარმოს შენობა-ნაგებობას, მისი აშენება კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს.