მეუფე გრიგოლის შეფასება

ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი და თქვა, რომ ეკლესია და ქვეყანა მძიმე გზას გადის. მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ცალკეული ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადება საფრთხის შემცველია, რასაც შესაძლოა, ეკლესიის მიმართ ნდობის დაკარგვა მოჰყვეს, – ეს კი, სასულიერო პირის განცხადებით, სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის შემცველია.