ინციდენტი თბილისში

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს – შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მღვდელმსახური სავარაუდოდ ცივი იარაღით მამაკაცმა ზურგიდან დაჭრა. დაშავებული ევექსის კლინიკაშია, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.