გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მგზავრები თბილისის მეტროპოლიტენში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.
მოქალაქეები დედაქალაქის მთავრობას პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროსადენის დაზიანების გამო მეტროს 16 სადგური გუშინ ერთდროულად გაჩერდა.
მგზავრები ჰყვებიან, რომ ტექნიკური შეფერხებები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. პრობლემებს არც მერია უარყოფს. იმის მიუხედავად, რომ მეტრო ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური ტრანსპორტია, მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურა გახსნის დღიდან, ანუ 1966 წლის შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა.