მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, დამატებით 2 სპეც-მანქანა შეემატა. ახალი, შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს უკვე გადაეცა. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი – რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში იქნება შესაძლებელი.