სოზარ სუბარმა მესტიაში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.

მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, გრანტი ათას ოჯახს გადაეცა, მათ შორის 16 პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა.

მინისტრმა მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღებიც დაათვალიერა. სამინისტრო მცირე მეწარმეების დაფინანსების გარდა, დევნილთა “თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამას” ახორციელებს.

 

დატოვე კომენტარი