სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დანიშნეს

სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დანიშნეს.

მესტიის რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ბაკურაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სამმართველოს უფროს მოადგილეებად დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი.

სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა.

30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის ოერი ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.

მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.