სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებები განახორციელა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს ვაკე-საბურთალოს, ბაღდათის, იმერეთის სამხარეო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე აღნიშნულ პოსტს იკავებდა გიგა ზესაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გადაიყვანეს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ.

ამასთან, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ირაკლი ჯიქია, რომელიც ადრე ფოთის პოლიციის უფროსი იყო. ახალი უფროსები ჰყავს ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის რაიონულ სამმართველოებს.

როგორც ცნობილია, შს მინისტრი 27-28 მარტს ზუგდიდში იმყოფებოდა და საკადრო ცვლილებებამდე, სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა.

ჯერ უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.