მესტიის მცხოვრებლები "მესტია-ჭალა ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ

მესტიის მცხოვრებლები მესტია-ჭალა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციების გამართვას და სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ. მესტიის სათემო კომიტეტ ,,ლალხორის’’ წევრებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ჰესის მშენებლობა მათი საცხოვრებელი სახლებისა და ზოგადად სვანეთისთვის საფრთხის შემცველია.

ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ, არ დაუშვას მშენებლობა და საკითხით დაინტერესება მოხდეს. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე არის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობები და მათი შენარჩუნება საფრთხის ქვეშ დადგება.