ფრირაიდის მსოფლიო ტური საქართველოში

22:01, 29.02.2024

ზამთრის სპორტის განსაკუთრებულ სახეობას ახალი მიმართულება დაემატა – მესტია.

სვანეთმა ფრირაიდს, ანუ რთულ და მთიან რელიეფზე სრიალში მსოფლიო ტურს პირველად უმასპინძლა. კურორტ თეთნულდზე გამართულ შეჯიბრებას მონაწილეები 15 ქვეყნიდან ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ქართველი რაიდერებიც. სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტის რელიეფი ფრირაიდს იდეალურად მოერგო. პოპულარულ შოუს პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი ჰყავდა.

 

მსგავსი