ზამთრის ტურისტული სეზონი 

აქტიურ ფაზაშია ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე ხალხმრავლობაა. ადგილზე სპორტსმენებისა თუ მოყვარული მოთხილამურეებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ზემო სვანეთი აქტიური დასვენების მოყვარულ ტურისტებს განსაკუთრებით თებერვლის შუა რიცხვებში „გემო ფესტზე“ ელოდება. კულინარიულ ფესტივალს მესტია 17-18 თებერვალს უმასპინძლებს. „გემო ფესტი“ სვანეთში უკვე მეორედ ტარდება. მანამდე მესტიამ „რედბულ-ლუკ-ვრამე 2024“-ს უმასპინძლა. ეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული, მაგრამ უკვე თითქმის დავიწყებული ხის ხელნაკეთი ციგურებით შეჯიბრია. ტურნირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.