ნიდერლანდების სამეფოში 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. მისი დიზაინის ავტორი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე – დავით ხმალაძეა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მას საქართველოს მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. დელეგაციის წევრებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.