საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

საპარლამენტო დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაილის ინსტიტუტში გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მთავარი თემა კი საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო. ექსპერტების კითხვების პასუხად, შალვა პაპუაშვილი დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა. სწორედ საქართველოს ევროინტეგრაცია და პარტნიორების მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზება იყო ის თემა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ნიდერლანდებში გამართულ საქმიან შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება.