საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოში

ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაასრულა. შემდეგი ქვეყანა, სადაც დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გააგრძელებენ საუბარს, ლუქსემბურგია. ნიდერლანდებში დელეგაციას უმასპინძლეს ევროჯასტსა და ორპალატიან პარლამენტში, ასევე გაიმართა საჯარო დისკუსია კლინგენდაილის ინსტიტუტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ პოზიტიური გზავნილები მოისმინა ქვეყნის ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორი ქვეყნის კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები.