ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია ვეტერანთა სამსახურში

ვეტერანთა ჰოსპიტალში ომის ვეტერანებს ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს შორის გენერალი პოლ ჰოფსლოტი, ასევე პროფესორი, ფსიქიატრი და სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიული მრჩეველი ერიკ ვერმეტენი არიან. ვიზიტის მიზანს, ნიდერლანდებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედ ვეტერანთა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ, ქართველ ვეტერანებზე მორგებული, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს. ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის ვიზიტი, 9 ივლისამდე გაგრძელდება.