მემორიალური დაფის გახსნა ბათუმში

ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, 1945-53 წლებში ბათუმის მთავარი არქიტექტორის, კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, სწორედ არქიტექტორის დაპროექტებული იყო. ჯავახიშვილის გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრებია ბათუმის საზაფხულო თეატრი, ასევე ხელოვნების მუზეუმი. იგი ბათუმის, ქობულეთის, სამტრედიისა და საქართველოს სხვა ქალაქების გენერალური გეგმის თანაავტორი იყო. მემორიალური დაფა ბათუმის მერმა გახსნა და კახა ჯავახიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა, შეკრებილებს შორის იყვნენ არქიტექტორები, რომლებმაც ჯავახიშვილის გამორჩეულ პროფესიულ ხელწერას ხაზი გაუსვეს.