32-ე სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელები მიენიჭა

თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილი სახელები მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. საზეიმოდ გაიხსნა სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს.