მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბადრაგირებას სხვა პატიმრების გარეშე ითხოვს, რადგან საფრთხეს გრძნობს. ამის შესახებ მან დღევანდელ პროცესზე ონლაინჩართვისას განაცხადა. საუბარია ბელა როგოავას საქმეზე. პროცესზე ბრალდებულმა, სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში სხდომებს არ დაესწრება. დღეს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა, თუმცა პროცესი ქარდავას შუამდგომლობის საფუძველზე, 26 იანვრისათვის გადაიდო. ქარდავა ბელა როგავას არაადამიანურ მოპყრობაში ცნო სასამართლომ დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მეგის ქარდავას განცხადებებს გამოეხმაურნენ თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი.