მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმის მორიგი განხილვა გადაიდო. პროცესი, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა იგეგმებოდა, ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზით არ შედგა. მეგის ქარდავა სასამართლოში ინდივიდუალურ ეტაპირებას ითხოვს და უარს აცხადებს პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე. დაცვის მხარის განცხადებით, ქარდავას მოთხოვნა მისი უსაფრთხოების დაცვის მოტივით არის განპირობებული. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ პროცესზე გამოუცხადებლობით ყოფილი მაღალჩინოსანი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.