მეგის ქარდავას საქმე

სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება. მას ადვოკატი ხვალ მოინახულებს. მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავა უდანაშაულოა და მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გაასაჩივრებს. 5 საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენ საქმეებზე კი, სასამართლო პროცესები გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, წამებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. ის მსჯავრდებული სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტის, ე.წ. კასრების, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და სხვა საქმეებზე. მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან ორი დღის წინ განხორციელდა.