მეფუტკრეობის პრობლემა საქართველოში

ქართველი მეფუტკრეები თაფლის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ.

პანდემიამდე, ანუ გახსნილი საზღვრების პირობებში ფერმერები თაფლს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ყიდდნენ. „კოვიდ-19“-მა და საზღვრების ჩაკეტვამ კი მცირე ფერმერების საქმიანობა კიდევ უფრო დაამძიმა. მეფუტკრეებს პროდუქციის დაბალი ფასიც აწუხებთ. ცალკე პრობლემაა სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული მავნებელი, რომელმაც ფუტკრების საკმაოდ დიდი რაოდენობა გაანადგურა.