კორონავირუსის ახალი შემთხვევები მეექვსე დღეა არ ფიქსირდება აჭარაში. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია.
დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.