მედპერსონალის საათობრივი ანაზღაურების პორტალი

ექიმების და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა, ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება.