მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მედიის განვითარების ფონდს შორის, მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სილაბუსის შემუშავებას სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის დანერგვის მიზნით.
სილაბუსი სასკოლო სივრცეში მედიაშინაარსის კრიტიკული გააზრებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტი „სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.