საფოსტო მარკის პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, სასწავლებელში საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა მიმართეს. ამასთან, „საქართველოს ფოსტასა“ და თეატრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს.