ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელებას ორი წლის განმავლობაში მოიცავს.

დღესვე ბიბლიოთეკაში ჩხოტუების საგვარეულოს საოჯახო არქივი გაიხსნა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები გამოიფინა.