ნიდერლანდების საელჩოს განცხადება

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს. Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვაზე.