ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12:55, 27.11.2021

კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, აქტიურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აქტიური მუშაობა იგეგმება კულტურული მემკვიდრეობისა და მხატვრული ძეგლების დაცვის, თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარებისა და მიღწეული წარმატებების პოპულარიზაციის მიმართულებით.

მსგავსი