მეცხვარეთა ასოციაცია მთავრობას წერილით მიმართავს

მეცხვარეთა ასოციაცია მთავრობას წერილით მიმართავს. საქმე ეხება საცხვრე ტრასებზე შექმნილ პრობლემას, რომლის გამოც, ფერმერებს პირუტყვის გადარეკვა უჭირთ. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა რუსთავში მოხდა, სადაც მეცხვარეებს გზის კონკრეტული მონაკვეთის გავლის სანაცვლოდ, გადასახადის გადახდა მოსთხოვეს. მეცხვარეები შესაბამის სამსახურებს სთხოვენ საკითხით დაინტერესდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ დარგს, რომელიც 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, პრობლემები ექმნება.