მეოთხე დღეა გაფიცულები არიან ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები. ამ წუთებში ისინი სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ არიან შეკრებილები. მთავარ მოთხოვნას, გაუქმდეს არალიცენზირებული და უკანონო ავტოსადგურები, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. ისინი ითხოვენ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას.
შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთი მძღოლი დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
საქმე ეხება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებსა და სხვა სადგურების მძღოლებს შორის მოხდა.