თბილისში, სადგურის მოედანზე აქცია გაიმართა

თბილისში, სადგურის მოედანზე კერძო ტრანსპორტის მძღოლების აქცია გაიმართა.

მძღოლები შიდა მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია „მეტროს“ მიერ მგზავრების გადაყვანას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელიც არსებობს როგორც ავტობუსებში ისე სადგომებზე, კომპანია სარგებლობს პრივილეგიებით და მგზავრები თავისუფლად გადაჰყავს.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვის გაგრძელებას გეგმავენ.