ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფიჩორას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები ზედმეტი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან მდინარის კალაპოტის და ფერდების წმენდას ითვალისწინებს.
ჭარბი წყლის მოცილების მიზნით ჩატარებული სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა.
ტერიტორიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებს.
სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გაეცნო.