ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა.
შ.პ.ს წეროვანი აისი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ერთად გახსნა.
წეროვანი აისის შემნახველ მეურნეობაში წლიურად, ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი.
საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.