ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ოზურგეთში

ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამუშავდა ოზურგეთში.

სოფელ დვაბზუში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ამოქმედდა. ჯამურად სულ 400 000 დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანია წელიწადში 15 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.

პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. სამომავლოდ მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.