წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროექტებს გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო პროექტები გააცნეს წყალტუბოს რაიონის მოსახლეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე,  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

ფერმერები განსაკუთრებით სასათბურე კლასტერის პროექტით დაინტერესდნენ, რომლის განხორციელებაც 2018 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი